ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ საკრებულოს წევრს ზურაბ ნეფარიძეს და მის ცოლის დას პატიმრობა შეეფარდათ

, 27 აგვისტო, 2017 - 18:27

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ საკრებულოს წევრს ზურაბ ნეფარიძეს და მის ცოლის დას ანა მენთეშაშვილს საქალაქო სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 16 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით,  ზურაბ ნეფარიძეს ბრალად ედება ქრთამის აღება, ესეიგი მოხელის მიერ ფულის პირდაპირი მოთხოვნა და მიღება, თავის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ თანამდებობრივი უფლება–მოვალეობების შესრულებისას თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, ჩადენილი ძალადობით. მანვე ჩაიდინა შრომის კანონმდებლობის დარღვევა, ესეიგი პირის იძულება დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე.

ანა მენთეშაშვილს ბრალად ედება ქრთამის აღებაში დახმარება, ესეიგი მოხელის მიერ თავის სასარგებლოდ ფულის პირდაპირ მოთხოვნასა და მიღებაში დახმარება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ თანამდებობრივი უფლება–მოვალეობების შესრულებისას თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, ჩადენილი ძალადობით.

სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სახეზეა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის სამოხელეო დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტი.

სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ საქმეზე ჩასატარებელია რიგი საგამოძიებო მოქმედებები, ამასთან დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, არსებობს ბრალდებულთა მიერ დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, ახალი დანაშაულის ჩადენის და გამოძიებისათვის ხელის შეშლის საფრთხეები. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეს გარყვნილ ევროპაში ხდება - სულა სულაშვილი შეცდომები შეცდომებზე დააშვებინა პოროშენკოს, ბოლომდე გააბანძა - ირაკლი ტაბლიაშვილი როგორი ლოკალური და მიკროა მთელი ქართული პოლიტიკა სააკაშვილთან შედარებით - ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესთხოვოს მამაზეციერს, რომ პოროშენკო მას მაინც თუ დაიჭერს, საქართველოში აღარ გამოუშვას - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილზე ვაცხადებ, ხელისუფლება მომავალ არჩევნებში კიდევ ერთხელ გაჟიმავს ოპოზიციას - ირაკლი წერეთელი ქართულმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ქართულ ეკლესიაში არიან პატრიარქის თუ არა, საერთოდ ადამიანის მკვლელობის მოსურნე სასულირო პირები - გაიოზ მამალაძის რჩევა ხელისუფლებას

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46