ქართველ მეხანძრეებს საჩუქრად ამერიკამ 500 წყვილი სახანძრო ფეხსაცმელი გადასცა

შაბათი, 26 აგვისტო, 2017 - 20:32

 აშშ-ის ელჩის მოადგილემ ელიზაბეთ რუდმა ქართველ მეხანძრეებთან შეხვედრისას მათ გმირობის შესახებ ისაუბრა და საგანგებო სიტუაციების სააგენტოს 500 წყვილი სახანძრო ფეხსაცმელი გადასცა.

„აღფრთოვანებული ვართ ქართველი მეხანძრეების თავდადებით. ისინი გმირულად მუშაობენ ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად. ვიცით რამდენად უნიკალური და მნიშვნელოვანია ბორჯომის ეროვნული პარკი. ჩვენ, როგორც საქართველოს ერთგულ პარტნიორს, გვსურს, დაგეხმაროთ. დღეს საგანგებო სიტუაციების სააგენტოს თხოვნით გადავცემთ სამოცდახუთი ათასი ლარის ღირებულების 500 წყვილ სახანძრო ფეხსაცმელს. იმედი გვაქვს, რომ ეს დახმარება მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს მეხანძრეებს მუშაობას და მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ცოტა ხნის წინ სააგენტოს გადავეცით სამაშველო აღჭურვილობა, რომელიც უკვე ეხმარება მათ ცეცხლთან ბრძოლაში. ასევე, აშშ-ის საელჩო მზად არის, დაეხმაროს საქართველოს სარეაბილიტაციო სამუშაოებში, მას შემდეგ რაც ცეცხლი საბოლოოდ ჩაქრება. ჩვენ ვაგრძელებთ საგანგებო სიტუაციების მართვისთვის განკუთვნილ გრძელვადიან ტექნიკურ დახმარებას. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ”, – განაცხადა შეხვედრაზე ელიზაბეთ რუდმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61