ბორჯომში, წყლის აღებისას, ქართული ვერტმფრენი ჩამოვარდა, არიან დაშავებულები

, 27 აგვისტო, 2017 - 11:31

ბორჯომის ხეობაში, დაბაში, მდინარე გუჯარულაზე, სადაც ვერტმფრენებისთვის წყლის ასაღებად  ხელოვნური ავზი იყო მოწყობილი, ქართული ვერტმფრენი ჩამოვარდა.

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე ქართული ვერტმფრენის ეკიპაჟის 4 წევრი თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ვერტმფრენი „მი-8“, რომელიც ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ეკუთვნოდა.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55