88 წლის ქვრივმა თავის ორ კატას ანდერძით 300 ათასი დოლარი დაუტოვა

შაბათი, 26 აგვისტო, 2017 - 19:06

წარმოშობით ჰოლანდიელი ელენ ფრეი-ვუთი, რომელიც გაეროში მუშაობდა, 2015 წელს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა და მისი ქონებიდან 300 ათასი დოლარი მის ორ კატას - ტროისა და ტიგერს დარჩა, - იუწყება New York Post.

ელენ ფრეი-ვუთის მეუღლე, ბრუკლინის კოლეჯის პროფესორი 1989 წელს გარდაიცვალა, მათი ერთადერთი შვილი ბავშვობაში დაიღუპა, ამიტომ ქვრივმა  სიკვდილამდე 300 ათასი დოლარი თავის კატებს უანდერძა. ანდერძის  მიხედვით, ეს თანხები გამოყენებული უნდა იყოს მისი ცხოველების ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად და რომ მათ  არასოდეს მოუწიოთ გალიაში ჯდომა.

ქუჩაში ნაპოვნი კატები, რომლებიც ქალბატონის საყვარელი ცხოველები გახდნენ, ახლა მის თანაშემწესთან ცხოვრობენ, რომელსაც ელენ ფრეი-ვუთმა  50 ათასი დოლარი დაუტოვა. კატების გარდაცვალების შემდეგ ქვრივის დარჩენილი 3 მილიონი გაიყოფა ორ სხვა მეურვეს, საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და მის ადვოკატს შორის.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46