ბაკურიანისა და მიტარბის მიმართულებით ხანძრის გავრცელების საშიშროება თავიდან იქნა აცილებული

პარასკევი, 25 აგვისტო, 2017 - 19:34

ამ ეტაპზე, მოხდა ძირითადი კერების ლოკალიზება და თავიდან იქნა აცილებული ბაკურიანისა და მიტარბის მიმართულებით ხანძრის გავრცელების საშიშროება.  სამუშაოებში, რომლებიც  სოფელ ყვიბისის და სოფელ წაღვერის მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარეობს, ენერგეტიკის სამინისტროს ორგანიზებით, ხანძრის ლიკვიდაციაში ენერგეტიკული კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ.

,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“, კომპანია ,,საქრუსენერგოს“, ,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, კომპანია ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის კუთვნილი ტექნიკა და თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. ენერგეტიკულ კომპანიებთან ერთად ხანძრის კერების ლიკვიდაციაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ასევე კომპანია ,, ბლექ სი გრუპმა “.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.97
  • 3.36
  • 0.04
  • 0.71
  • 1.45