გვაბოლებენ: "გახსოვდეთ, ძალა ევროპაშიაო!" , ბავშვობიდან კი ოჯახსა და სკოლაში მასწავლიდნენ: ძალა ერთობაშიაო - ქეთი სესიაშვილი

ხუთშაბათი, 24 აგვისტო, 2017 - 14:14

მეხუთე: დღეა იწვის თითქმის მთელი საქართველო, დაინგრა, გაპარტახდა, ჩაკვდა.... და ამ დროს რაღაც ლოზუნგით გვაბოლებენ: "გახსოვდეთ, ძალა ევროპაშიაო!" , ბავშვობიდან კი ოჯახსა და სკოლაში მასწავლიდნენ: ძალა ერთობაშიაო და მამისა და შვილების ამბავს გვიკითხავდნენ: ერთი ისარი ადვილად რომ გადატეხეს შვილებმა და ბევრს რომ ვერ მოერივნენ!!!! ეს ხანძრები 2006 თუ 2007 წელს მაგონებს, სოლოლაკის უნიკალური ტყე რომ გადაიწვა და მე თვითონ რომ გამოვიძახე სახანძრო, როგორც კი ჩემი აივნიდან კვამლი შევნიშნე... სახანძრო იმ ადგილიდან 20 მეტრშია, მაგრამ ადგილზე 3 საათის შემდეგ მივიდა რატომღაც 1 მანქანა და ისიც - გაგიკვირდებათ და, უწყლოდ!!!! მერე მიაშველეს წყალი.... ამაზე ტელევიზიითაც ვთქვი, ჩემი ეთერით... იმ დროს, ზემო სოლოლაკში "მინი საჩხერესთან" (ასე დავარქვი მინებიან სასახლეს) ცნობილი გვირაბი გაყავდათ და მშენებლობა მიმდინარეობდა... მაშინ ხელისუფლებაში "ვარდები", ხელისუფლების გარეთ კი "ვარდების მაშველი სამსახურის თავმჯდომარე" იყვნენ!!!!

დღეს საქართველოში სახელმწიფო საზღვარი მომსპარია, ვიზალიბერალიზაცია "კივის" და ხალხი "ბედნიერია" (ოღონდ, თვითონ რომ არ იცის, რატომ!), უამრავი ლტოლვილი და არალტოლვილია აქ თავშეფარებული თუ საცხოვრებლად დამკვიდრებული!, უამრავი ისლამისტია აქ მომაგრებულ-დამაგრებული!!!! და ა.შ. და მიწები უნდათ!!!!!! ხანძრებიც ალბათ ამ მიზეზითაა გაჩენილი!!!! რადგან, ბოლოსდაბოლოს, გაძარცვულ-გაღატაკებულ-უნარ და გულწართლეულ ქართველებში მამულის სიყვარულმა მაინც იყუვლა და სანამ სამშობლოს სადარაჯოზე დადგომას გადაწყვეტდნენ, ყურადღება ხანძრებზე გადაატანინეს!!!!

ჩემო საყვარელო ქართველებო და საქართველოს ულამაზესო და ჭეშმარიტო, ალალო შვილებო! გვახსოვდეს, ძალა ჩვენს ერთობაშია! მე მიყვარს ჩემი სამშობლო და ვინც ასეთი გრძნობითაა გამსჭვალული და ვისთვისაც ღირებულია "მამული, ენა, სარწმუნოება", დავფიქრდეთ ამ ჩემს უცნაურ პოსტზე (ტკივილიანზე) და ამ პოსტის ყველა პუნქტზე (ერთმანეთთან აშკარად კავშირშია, ალბათ დამეთანხმებით) და სექტემბრის დასაწყისიდან ჩემს ტელევიზიაში გელოდებით (PKTV) - PKTV თქვენი ტელევიზიაა, სახალხო ტელევიზიაა!

აქვე გეტყვით: ძალიან გვჭირდება ერთგული (ქართული ეროვნული სულის მემონტაჟე, ოპერატორი, პროდუსერი, სარეკლამო განყოფილების მენეჯერი, წამყვანი, ჟურნალისტი), საზოგადოებრივ საწყისებზე... ამ ეროვნულმა მართალმა დამოუკიდებელმა ტელევიზიამ უნდა განაგრძოს თქვენთვის მოღვაწეობა!

აქ მეტს აღარაფერს ვიტყვი, რადგან რაც ვთქვი, ესეც საკმარისად გასაგები უნდა იყოს მათთვის, ვისაც სამშობლოზე გულწრფელად შესტკივა გული. უნდა დაუდგეთ გვერდით ტელეკომპანია PKTV-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკლავენ! რადგან, რაც ამ პოსტში ზემოთ პუნქტებში მოგახსენეთ, სწორედ ამისკენაა მომართული "მაღალთა" მხრიდან! - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და ტელეკომპანია PKTV-ს (PRES-CAVCASIA TV) მთავარი რედაქტორი ქეთი სესიაშვილი

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59