ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელება შეჩერებულიაა

ოთხშაბათი, 23 აგვისტო, 2017 - 15:49

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელება შეჩერებულია, თუმცა კვლავ რჩება რამდენიმე კერა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, მთელი ღამის განმავლობაში შეუჩერებლად მუშაობდა მძიმე ტექნიკა. ამ დროისთვის ადგილზე 6 ვერტმფრენი მუშაობს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე ჩაერთო თურქული მხარის მიერ გამოგზავნილი თვითმფრინავი. სტიქიის ზონაში იმყოფება 120-მდე მეტყევე, 95 მეხანძრე-მაშველი აზერბაიჯანიდან და 70-მდე მეხანძრე-მაშველი სომხეთიდან, რომლებიც ქართველ მეხანძრეებს ეხმარებიან. ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ბელორუსიდან გამოგზავნილი მძიმე ტექნიკაც.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46