ამ რთულ მომენტში დავინახეთ რამდენი ასეთი გულწრფელი მეგობარი ჰყავს საქართველოს - საქართველოს პრეზიდენტი ბორჯომის ხეობაში საგანგებო შტაბში ჩავიდა

ოთხშაბათი, 23 აგვისტო, 2017 - 13:27

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბორჯომის ხეობაში საგანგებო შტაბში ჩავიდა და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გიორგი მარგველაშვილს, უშიშროების საბჭოს მდივანს დავით რაქვიაშვილს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს გიორგი აბაშიშვილს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და საგანგებო შტაბის წევრებმა მიაწოდეს.

გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ცეცხლის პირისპირ იბრძვის ხანძრის ჩასაქრობად და შეიარაღებულ ძალებს ატენის ხეობაში კოორდინირებული მუშაობისა და ხანძრის ლოკალიზებისათვის.

"სირთულეს წარმოადგენდა ის, რომ მრავალ ადგილას ჩნდებოდა კერები. ამ რთულ მომენტში დავინახეთ რამდენი ესეთი გულწრფელი მეგობარი ჰყავს საქართველოს სომხები, აზერბაიჯანელები, თურქები, ბელარუსები, პოზიცია დაფიქსირდა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგანაც. ამ რთულ მომენტში, როდესაც იბრძვი იმისთვის, რომ არ იყოს ადამიანური, არ იყოს მატერიალური ზარალი, ამ მომენტში ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა. დიდი მადლობა ჩვენ ყველა მეგობარს, რომელიც ასე ოპერატიულად გამოგვეხმაურა და დაგვეხმარა. მიმდინარეობს ახალი კერების ლოკალიზება, რომელთა ჩაქრობა და გაუვნებელყოფა აუცილებელია, ტექნიკურად სიტუაცია კონტროლდება, გრძელდება ინტენსიური სამუშაოები. ამ წუთებში ცეცხლი ლიკვიდირებულია, თუმცა ამ ტერიტორიის ბოლომდე დამუშავებას ჯერ კიდევ ძალიან დიდი დრო სჭირდება. როდესაც არის პრობლემა ყველა ვერთიანდებით პრობლემის გადასაწყვეტად, როდესაც ყველა ერთად გადავწყვეტთ პრობლემას, მერე ვიწყებთ კითხვების დასმას“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61