კამპანიას - სრულად აღვადგინოთ ბორჯომის ტყე - ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და ანაკლია სითი უერთდება

ოთხშაბათი, 23 აგვისტო, 2017 - 14:15

 ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და ანაკლია სითი თიბისი ბანკისა და კომპანია ბორჯომის ინიციატივას გამოეხმაურა დადღეს ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან კამპანიაში ჩაერთო - აღადგინოს სტიქიური უბედურების შედეგად გადამწვარი ბორჯომის ტყე.

”ჩვენი კომპანია ყველა სხვა მხარდამჭერ ორგანიზაციას, გუნდსა თუ თითოეულ გულშემატკივარ ადამიანთან ერთად იზიარებს თიბისი ბანკის და კომპანია ბორჯომის გადაწყვეტილებას - ამ მძიმე მომენტში გავაერთიანოთ ძალისხმევა, ენერგია და სრულად აღვადგინოთ ხანძრისგან გადამწვარ ბორჯომის ტყის 10 ჰექტარამდე ტერიტორია. ჩვენ გვესმის, რომ ეს იქნება გრძელი, რთული და მასშტაბური სამუშაო, მაგრამ არ დავზოგავთ რესურსს, რომ ბორჯომს დაუბრუნდეს პირველადი სახე. მოვუწოდებთ ბიზნეს და საჯარო სექტორს შემოგვიერთდნენ და ერთად განვახორციელოთ ეს მნიშვნელოვანი საქმე”, - აცხადებენ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლები.

აქვე ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და ანაკლია სითი თხოვნით მიმართავს მეგობრებს, პარტნიორებს, თანამოაზრეებს - ”შემოგვიერთდით! ერთად ვიზრუნოთ სტიქიის მიერ მიყენებული ზიანის აღმოფხვრისთვის, ხეობის რეაბილიტაციისთვის, მწვანე და ჯანსაღი გარემოსთვის. საერთო ძალისხმევით, სიყვარულითა და ენერგიით აღვადგინოთ ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრე და მნიშვნელოვანი ფასეულობა - ბორჯომის ხეობა.”

კამპანია - სრულად აღვადგინოთ ბორჯომის ტყე, გუშინ, 22 აგვისტოს, თიბისი ჯგუფის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ვიდეომიმართვის შემდეგ დაიწყო და მას უკვე შეურთდნენ ქართული ბიზნესის სხვა წარმომადგენლები. მათ შორის, კომპანიები ”ლისი დეველოპმენტი” და ”კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.97
  • 3.36
  • 0.04
  • 0.71
  • 1.45