ბორჯომის ხეობაში წითელი ჯვრის საზოგადოების გაწრთვნილი და აღჭურვილი თანამშრომლები და მოხალისეთა ჯგუფები მობილიზებულნი არიან

სამშაბათი, 22 აგვისტო, 2017 - 21:37

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლები ბორჯომის ხეობაში განვითარებულ ხანძართან დაკავშირებით სიტუაციისა და საჭიროებების შეფასებას აწარმოებენ.

სწჯს-ს თანამშრომლები აგრეთვე წარმოდგენილნი არიან საველე ოპერაციების ცენტრში, რომელიც ჩამოყალიბებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაში. სწჯს-ის გაწრვთნილი და აღჭურვილი თანამშრომლები და მოხალისეთა ჯგუფები მობილიზებულნი არიან საჭიროების შემთხვევაში ჩაერთონ რეაგირების საქმიანობებში სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმაში არსებული სწჯს-ის როლის შესაბამისად.

პარალელურად სწჯს მოლაპარაკებებს აწარმოებს დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მიმართა თხოვნით თურქეთისა და ირანის წითელი ნახვარმთვარის საზოგადოებებს გამოეყოთ შესაბამისი ტექნიკა (ვერტმფრენები) ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისათვის. თურქეთის სახელმწიფომ გამოყო ორი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი თურქეთის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებასთან კოორდინაციით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5