დემოკრატიული მოძრაობისა და თავისუფალი საქართველოს მერობის კანდიდატი კახა კუკავა იქნება

ორშაბათი, 21 აგვისტო, 2017 - 16:38

ადგილობრივ არჩევნებში თბილისის მერობისთვის კახა კუკავა  იბრძოლებს, -  აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

კახა კუკავა თბილისის მერობის "დემოკრატიული მოძრაობისა" და "თავისუფალი საქართველოს" საერთო კანდიდატია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დიმიტრი ლორთქიფანიძე დასახელდა. 

ნინო ბურჯანაძის განცხადებით,  მის პარტიას თბილისის მერობის "ძალიან ღირსეული კანდიდატი" ჰყავდა, თუმცა  ოპოზიციური ერთობისთვის გადაწყვიტეს, თბილისის მერის კანდიდატად ასევე  ღირსეული ადამიანი კახა კუკავა დაესახელებინათ.

ნინო ბურჯანაძის თქმითვე, ორი პოლიტიკური გუნდის ერთობა ღია იქნება სხვა პარტიებისთვისაც, გარდა ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნებისა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61