დაბაში ხანძარს ტყის მასივი გადაურჩა - ნათია იორდანიშვილი

ორშაბათი, 21 აგვისტო, 2017 - 12:22

 ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის ნათია იორდანიშვილის განცხადებით, დაბაში ხანძარს ტყის მასივი გადაურჩა, დამწვარია 2008 წელს ნახანძრალი ხეები და ბუჩქნარი. ამასთან, მადლობას უხდის სატყეო სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებს და ადგილობრივ მოსახლეობას და  მოხალისეებს, რომლებიც ხანძრის ჩაქრობაში იღებენ მონაწილეობას.

"დილის 6 საათიდან განახლდა სამაშველო სამუშაოები. მთელი ღამის მანძილზე მაშველები და მეტყევეები მუშაობდნენ და შესძლეს სახანძრო ტექნიკის აყვანა ადგილზე. მდგომარეობა უკეთესია. მუშაობს ვერტმფრენიც. ღამის განმავლობაში ფართობი ოდნავ გაიზარდა 2 ჰა ზე მეტია, თუმცა რაც ყველაზე მთავარია ტყის მასივი გადარჩენილია, ძირითადად დაიწვა 2008 წელს ნახანძრალი ხეები და ბუჩქნარი.

ტყის ხანძრების სპეციფიკის გათვალისწინებით შესაძლოა კვამლი რამოდენიმე დღის განმავლობაში შეიმჩნეოდეს, თუმცა, სატყეო სააგენტოს თანამშრომლები ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, როგორც წესი კიდევ რამოდენიმე დღის განმავლობაში იმორიგევებენ ადგილზე.

კითხვაზე - რატომ იყო ტერიტორიაზე დარჩენილი 2008 წელს დამწვარი ხეები - ჯერ კიდევ 2009 (და შემდგომ წლებშიც) წელს შესწავლის შედეგად და ფერდობების (40 გრადუსი და ზემოთ) მდგომარეობის გათვალისწინებით, სპეციალისტების მოსაზრებით ამ ხეების მოჭრა და გამოტანა ადგილიდან კიდევ უფრო გააქტიურებდა ეროზიულ პროცესებს, ამიტომ, ტყის აღდგენის სამუშაოების წარმოებისას ამ ხე-ტყეს ჩვენ ადგილზე ვტოვებთ და ეროზისაწინააღმდეგო ბარიერების მოსაწყობად ვიყენებთ", - აცხადებს ნათია იორდანიშვილი.

სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე მადლობას უხდის სატყეო სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს, ადგილობრივებს და ყველა მოხალისეს ვინც აგრძელებს მუშაობას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55