დაბის ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ბოლომდე ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხდება

ორშაბათი, 21 აგვისტო, 2017 - 10:56

სოფელ დაბის ტერიტორიაზე,  მთის ფერდობზე გაჩენილი  ხანძრის ბოლომდე ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხდება.. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერებამდე სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება, დილის 6 საათიდან ცეცხლის ქრობის პროცესში  შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე,  100-მდე მეხანძრე-მაშველი ამ დრომდე რჩება, ხანძრის გავრცელების ფართობმა, სავარაუდოდ, 5 ჰა-ს გადააჭარბა. 

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში აგრძელებდნენ ცეცხლის ლოკალიზებისთვის საჭირო სამუშაოებს. 

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბასთან ხანძარი გუშინ, 2008 წლის ნახანძრალ ტერიტორიაზე გაჩნდა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61