გიორგი მღებრიშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

ორშაბათი, 21 აგვისტო, 2017 - 12:45

 შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

შს მინისტრმა, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან - აკაკი მაჭუტაძესთან ერთად, ვერტმფრენით დაათვალიერა ხანძრის გავრცელების არეალი და პირადად მივიდა იმ ტერიტორიაზე, სადაც მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ასრულებენ.

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან, მთის ფერდობზე, ხანძარი გაჩნდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, შეტყობინების მიღებისათანავე, მყისიერად ჩაერთნენ ცეცხლის სალოკალიზაციო სამუშაოებში. ხანძრის ქრობის პროცესში, ასევე, აქტიურად მონაწილეობდა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერებამდე სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდებოდა, რის გამოც სოფელ ყვიბისის მიმდებარე ტერიტორიიდან გზა გაიჭრა, რამაც ხანძრის ეპიცენტრში სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა შესაძლებელი გახადა.

200-მდე მეხანძრე-მაშველი ცეცხლის კერებს მთელი ღამის განმავლობაში აქრობდა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. ამჟამად, ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს მისი სალიკვიდაციო სამუშაოები.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.97
  • 3.36
  • 0.04
  • 0.71
  • 1.45