თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ ქურდობის მცდელობის ფაქტი გახსნა

ორშაბათი, 21 აგვისტო, 2017 - 12:26

2017 წლის 24 მაისს, სენაკში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის საცხოვრებელი კორპისის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სს "საქართველოს ბანკი"-ს ბანკომატის ქურდობის მცდელობის ფაქტი გახსნილია. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე ერთ-ერთი პირი მ.წ. დაკავებულია, ხოლო კიდევ ერთ თანამზრახველზე თ.შ-ზე გამოცხადებულია ძებნა. მ.წ.-ს და თ.შ.-ს (დაუსწრებლად) ჩადენილი დანაშაულისათვის წარედგინათ ბრალდება, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა - პატიმრობა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმალვაში მყოფი ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენა-დაკავების და დანაშაულში მხილებული სხვა პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

აღნიშნული დანაშაულისათვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 8 წლამდე ვადით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5