გიორგი თევზაძე ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

ორშაბათი, 21 აგვისტო, 2017 - 12:02

უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „თქვენი უფლებებისათვის" სპიკერი გიორგი თევზაძე ახალგორის რაიონში ქართულ სკოლებში, ქართული ენის სწავლების ამოღებისა და მის მაგიერ რუსული ენით სწავლების ჩანაცვლების შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამაჩაბლოში სეპარატისტული „ხელისუფლების“ წარმომადგენელთა გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა,

აღნიშნულთან დაკავშირებით, გიორგი თევზაძე  საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო ინსტიტუტებს მიმართავს და დაუყონებლივ რეაგირებისაკენ  მოუწოდებს.

„სეპარატისტული ხელისუფლება ეთნიკურ ქართველებს შშობლიურ ენაზე სწავლების საშუალებას არ აძლევს, რაზეც საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო ინსტიტუტებმა დაუყონებლივ შესაბამისი რეაგირება უნდა განახორციელონ. რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამაჩაბლოში სეპარატისტული ხელისუფლების განცხადებით, „ქართულ სკოლებში ახალი სასწავლო წელი რუსული განათლების პროგრამით დაიწყება და ქართულ ენას მოსწავლეები ჩვეულებრივ საგნად შეისწავლიან. საუბარია ახალგორის რაიონში განლაგებულ ქართულ სკოლებში, რომლებიც 2008 წლის ომამდე თბილისის კონტროლის ქვეშ. იმყოფებოდა, ამასთანავე სეპარატისტული ხელისუფლების განცხადებით, ცვლილება შეეხება მხოლოდ ქართული სკოლების დაწყებით კლასებს და მოსწავლეების ინტერესებია გათვალისწინებული, რადგან სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები სწავლის გაგრძელებას და უმაღლესი განათლების მიღებას სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში აპირებენ.“ რაც საერთაშორისო კონვენციის უხეში დარღვევაა და აგრეთვე სამაჩაბლოში რუსეთისა და მისი ადგილობრივი მარიონეტული რეჟიმის მიერ ეთნიკურ ქართველების მიმართ ჩვეული პოლიტიკის გაგრძელებაა", -  აღნიშნულია უფლებადამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის „თქვენი უფლებებისათვის" სპიკერის გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ მიმართვა-განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55