ჩემი მერობის პირობებში შეიქმნება სატრანსპორტო სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ქალაქის ურბანულ განვითარებაში - კახა კალაძე

ორშაბათი, 21 აგვისტო, 2017 - 11:40

პირველი, რაც მნიშვნელოვანი და აუცილებლად გასაკეთებელია, უნდა შემუშავდეს ტრანსპორტის განვითარების ერთიანი ხედვა. ასეთი ხედვის გარეშე, მგონია, რომ მხოლოდ ერთ წერტილში, ლოკალურად მოგვარებული პრობლემა, აუცილებლად კვლავ იჩენს თავს და გადაინაცვლებს სხვა ადგილას. ჩემი მერობის პირობებში შეიქმნება სატრანსპორტო სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ქალაქის ურბანულ განვითარებაში, - აცხადებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე.

მერობის კანდიდატის თქმით, სწორედ ამ სტრატეგიის გათვალისწინებით მოხდება სამშენებლო ნებართვების გაცემა, რათა ქაოტურმა მშენებლობებმა არ გამოიწვიოს ქალაქის სატრანსპორტო არტერიების დახშობა. კახა კალაძე ამომრჩეველს ჰპირდება, რომ თბილისში ახალი ხიდებისა და ესტაკადების მშენებლობა დაიწყება, ასევე გადაიხედება არსებული სამარშრუტო ხაზები და დაემატება ახალი მარშრუტები, განვითარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე, მოხდება თბილისის რკინიგზის ტერიტორიის გამოთავისუფლება და მისი ქალაქის ინტერესებისთვის გამოყენება.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება კი ნიშნავს, რომ მისი მომსახურებით მეტი ხალხი სარგებლობს და ინდივიდუალური ტრანსპორტის საჭიროება ნაკლებია, რაც მნიშვნელოვანია როგორც ეკოლოგიისთვის, ასევე ქალაქის საცობებისგან გასათავისუფლებლად. საცობების განტვირთვის მიზნით ასევე დაინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები, სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მუდმივ რეჟიმში მოხდება თბილისის ქუჩების მონიტორინგი, გადატვირთული წერტილების გამოვლენა და მათი გადაჭრის ოპტიმალური გზების დასახვა“, - აცხადებს კახა კალაძე.

. მერობის კანდიდატის მოსაზრებით, მხოლოდ კომპლექსური მიდგომა გადაჭრის საცობებისა და ტრანსპორტის პრობლემას. კახა კალაძემ საკუთარი ხედვა ამომრჩეველს სოციალური ქსელის საშუალებით გააცნო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45