49 წლის ჩინელი, მომავალში გაცოცხლების მიზნით, გაყინეს

, 20 აგვისტო, 2017 - 15:05

49 წლის ჩინელი ქალის ცხედარი, რომელიც ფილტვის კობოთი გარდაიცვალა, მომავალში გაცოცხლების მიზნით, მეორე დღესვე გაყინეს. გაყინვა მისმა მეუღლემ მოითხოვა.

როგორც  Xinhua იტყობინება, ჩინელმა მეცნიერებმა მსოფლიოში პირველად,  ადამიანის სხეულის პირველი კრიოგენული გაყინვა მოახერხეს.

 გარდაცვლილის ცხედარი კომპანია Shandong Yinfeng Biological Engineering Group-ის სპეციალისტების მიერ  დამუშავდა, რის შემდეგ კრიოგენურ კამერაში მოათავსეს.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ტექნოლოგიების განვითარებით შესაძლებელი იქნება გარდაცვლილის გაცოცხლება და განკურნება, ამ დროის განმავლობაში კი სხეული დარჩება სრულყოფილ მდგომარეობაში.

ცხედარი  2000-ლიტრიანი მოცულობის სპეციალურ კონტეინერშია მოთავსებული, რომელიც თხევადი აზოტითაა სავსე და ტემპერატურა მინუს 200 გრადუსს შეადგენს.

როგორც ცნობილი ხდება, გაყინვის ოპერაცია  მაისში ჩატარდა, თუმცა მედიისთვია ახლა გახდა ცნობილი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45