შსს-ში გმირულად დაღუპული პოლიციელის ბექა მარგიშვილის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

, 20 აგვისტო, 2017 - 11:22

 შინაგან საქმეთა სამინისტროში, დაღუპული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მისი ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას შსს-ს წარმომადგენლები, დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ. დამსწრე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა გმირი პოლიციელის ღირსეული ცხოვრება და საქმიანობა.

ბექა მარგიშვილის შვილმა - ოთარ მარგიშვილმა კი პრეზენტაციაზე მამის ლექსი წაიკითხა. ღონისძიებაზე ასევე ნაჩვენები იყო შსს-ს მიერ მომზადებული, დაღუპული პოლიციელის ხსოვნისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი.  ბექა მარგიშვილის ლექსების კრებული შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივითა და პირადი სახსრებით დაიბეჭდა.

შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად, 2015 წლის 4 აპრილს, საღამოს, თბილისში, მეტროსადგურ "ვარკეთილთან", ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც დამნაშავემ მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და ორივე სამართალდამცველი დაჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ბექა მარგიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დამნაშავეთა წინააღმდეგ ბრძოლისას გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის, სიკვდილის შემდეგ, ბექა მარგიშვილი შსს-ს პირველი ხარისხის მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დაჯილდოვდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55