ქართველმა სპორტსმენმა პოლიციელებმა აშშ-დან 6 ოქროს და 8 ვერცხლის მედალი ჩამოიტანეს

შაბათი, 19 აგვისტო, 2017 - 12:13

შს სამინისტროს თანამშრომლებმა აშშ-ში, „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ზე, სპორტის სხვადასხვა სახეობაში 14 მედალი მოიპოვეს - 6 ოქროს და 8 ვერცხლის.

გამარჯვებულ სპორტსმენ პოლიციელებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ვარდიაშვილი, შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სამინისტროს თანამშრომლები და ოჯახის წევრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ და წარმატება მიულოცეს.

კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში, „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ზე, საქართველოს შს სამინისტროს 12 თანამშრომელმა სპორტის 6 სახეობაში - ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ძალოსნობა, კრივი და ცურვა - იასპარეზა. ოქროსმედალოსნები: თავისუფალი სტილით ჭიდაობა - იოსებ ხუციშვილი, ლუკა კურტანიძე და ბელდუხ გავაშელიშვილი, ძალოსნობა - ლევან გილიგაშვილი და ვასილ მინდორაშვილი, ცურვა - გიორგი სამარღანიშვილი. ვერცხლისმედალოსნები: ცურვა - გიორგი ბერძენიშვილი (4 ვერცხლის მედალი), კრივი - ედუარდ იმერლიშვილი, ძალოსნობა - კობა კობახიძე, ძიუდო - ნოდარ მჭედლიშვილი და ალექსი დავითაშვილი.

„მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა“ აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში 7-16 აგვისტოს მიმდინარეობდა. აღნიშნული საერთაშორისო სპორტული ღონისძიება ტრადიციულად ორ წელიწადში ერთხელ, სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. მასში მსოფლიოს 80 ქვეყნიდან ათასობით მოქმედი და ყოფილი პოლიციელი, ასევე, მეხანძრე-მაშველი სპორტის 70-მდე სახეობაში ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44