ქართველმა სამართალდამცველებმა საერთაშორისო ოლიმპიადაზე კიდევ 3 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

ოთხშაბათი, 16 აგვისტო, 2017 - 15:25

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტსმენთა გუნდი აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში, „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ში მონაწილეობას წარმატებით აგრძელებს. ქართველმა სამართალდამცველებმა საერთაშორისო ოლიმპიადაზე კიდევ 3 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

საქართველოს შსს-ს ძალოსნებმა წარმატებით იასპარეზეს. ლევან გილიგაშვილმა 83 კგ წონით კატეგორიაში 190-კილოგრამიანი შტანგა ასწია და ოქროს მედალს დაეუფლა. ასევე, ოქროსმედალოსანი გახდა ვასილ მინდორაშვილი (105 კგ), რომელმაც 185-კილოგრამიანი შტანგა დასძლია. კობა კობახიძემ (105 კგ) კი 170 კილოგრამიანი შტანგა ასწია და ვერცხლის მედალი მოიპოვა. მოცურავე გიორგი სამარღანიშვილი, გულაღმა სტილით ცურვაში, ფინიშის ხაზთან პირველი მივიდა და ოქროს მედალი აიღო. ქართველმა პოლიციელმა-მოკრივემ, ედუარდ იმერლიშვილმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45