ავღანეთში ტერორისტების თავდასხმის შედეგად დაშავებული ქართველი მშვიდობისმყოფელები თავდაცვის მინისტრმა გერმანიაში მოინახულა

სამშაბათი, 15 აგვისტო, 2017 - 13:32

 3 აგვისტოს ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზასთან მოხმდარი თავდასხმის შედეგად დაშავებული ქართველი მშვიდობისმყოფელები თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გერმანიაში მდებარე ლანდშტულის ამერიკულ რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში მოინახულა.

მინისტრთან ერთად გერმანიაში იმყოფება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია. თავდაცვის მინისტრმა დაშავებულ სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის კურსის შესახებ ექიმებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო და თანადმგომისთვსი მადლობა გადაუხადა.

ლევან იზორიამ დაჭრილ სამხედროებს მალე სრული გამოჯანმრთელება უსურვა და კაპიტან მიხეილ გვირჯიშვილი და უფროსი ლეიტენანტი გიგა ხახუტაშვილი უწყებრივი მედლით „საბრძოლო იარისთვის“ დააჯილდოვა. გენერალური შტაბის უფროსმა კი, ჯარისკაცებს გენერალური შტაბის მონეტები უსახსოვრა.

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურე აფეთქების შედეგად მიყენებული დაზიანებების შემდეგ გერმანიაში გადააფრინეს. მათ ნამსხვრევების შედეგად მიყენებული დაზიანებების გამო გერმანიაში სხვადასხვა სახის ოპერაცია ჩაუტარდათ. ამჟამად ორივე სამხედრო მოსამსახურე თავს კარგად გრძნობს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან ერთად გერმანიაში ავღანეთიდან გაემგზავრა. 3 აგვისტოს მომხდარ აფეთქებას ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი ემსხვერპლა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45