ქართველი ხალხის მტრები, ნაციონალიზმს ნაციზმად ასაღებენ! - ჯუმბერ კირვალიძე

, 13 აგვისტო, 2017 - 14:56

"ქართველთა მარშის" საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, პოლიტოლოგი  ჯუმბერ კირვალიძე საქართველოს მტრებზე, ცილისწამებასა და შავ პიარზე საუბრობს.

"ქართველთა მარშის" ორგანიზატორებს, ათასი ჯურის პოლიტიკანები ჩვენი გამარგინალების მიზნით ხშირად გვაწებებენ სხვადასხვა იარლიყებს! ერთ-ერთი და ყველაზე გავრცელებული მეთოდი "ქართული მარშის" წინააღმდეგ საბრძოლველად გახლავთ ჩვენთვის "ნაცისტების" ძახილი, რათა ასეთი შავი პიარით დააფრთხონ ქართველი ხალხი და სახელი გაგვიტეხონ უცხოეთშიც!

ეს არის ბინძური ცილისწამება და "ბრძოლა წესების გარეშე" ქართული, ეროვნული, ჯანსაღი ძალების წინააღმდეგ! საქართველოს მტრები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ - ნაციონალიზმი ნაციზმად გაასაღონ და ამით საფუძველშივე ჩაკლან ქართველი ხალხის სურვილი და ოცნება, რომ საქართველოს სახელმწიფოს საძირკველი გახდეს, - ეროვნული და დემოკრატიული ღირებულებები და ფასეულობები, რაზედაც არის აშენებული თანამედროვე ცივილიზებული სამყარო! და არა, ყალბი ულტრალიბერალური პროპაგანდა, რაც ძირფესვიანად ანგრევს ზოგადსაკაცობრიო მორალს, ჰქმნის ფსევდოჰუმანურ კლიშეებს, რითაც ახდენს ჭეშმარიტი ქრისტიანული მრწამსის სრულ დისკრედიტაციას, რომელიც დიდ საშიშროებას წარმოადგენს ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის!!!...", - აცხადებს კირვალიძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5