კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

, 13 აგვისტო, 2017 - 14:38

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი სამხედრო მოსამსახურე,  რიგითი შ.ლ -ს და კაპრალ ი.ბ. დაიღუპა, - ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე მოხდა, როდესაც დათხოვნაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები არასამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომანქანაში, ასევე დათხოვნაში მყოფი კიდევ ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, რომლებიც ამჟამად არამიანცის, ინგოროყვას და ამტელის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიების წინასწარი იფნორმაციით ავტომანქანა ცენტრალური გზიდან სათადარიგო გზაზე გადავიდა, სადაც გზის მარჯვენა მხარეს არსებულ ხეებს შეეჯახა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების რიგით შ.ლ-ს და კაპრალ ი.ბ-ს ოჯახებს უსამძიმრებს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ან მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.

გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41