პრემიერი დიდგორობა 2017-ს დაესწრო

შაბათი, 12 აგვისტო, 2017 - 14:59

მინდა, ყველას მივულოცო დიდგორობა - ქართველთა უდიდესი გამარჯვების დღე, ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, ძლიერების სიმბოლო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიდგორის ველზე განაცხადა, სადაც "დიდგორობა 2017"-თან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.

პრემიერმა სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დაათვალიერა, ასევე ნახა საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა.

"დავით აღმაშენებელმა ამ გამარჯვებას მიაღწია მიზანმიმართული, თანმიმდევრული შრომით პირველ რიგში, სიბრძნით და რა თქმა უნდა, სიმამაცით. ჩვენ, ქართველებს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანნი, მაშინ საქართველო იქნება ძლიერი. ამიტომ არის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი. მინდა, ჩვენს ქვეყანას ვუსურვო გაძლიერება, გამთლიანება. ჩვენ აუცილებლად გავმთლიანდებით და რა თქმა უნდა, საქართველო იქნება ძლიერი. ჩვენ აღარ ვიმღერებთ "ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო", ვიმღერებთ, რომ საქართველო არის დიდი, ძლიერი და ერთიანი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს, სპეციალურად დიდგორობისთვის, ეწვია ყივჩაღი ყაზახეთიდან, ფონდ "საღადათ ნურმაგამბეტოვის" პრეზიდენტი საფარ ისკაკოვი, რომელმაც ქართველ ხალხს დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის ქართველთა და ყივჩაღთა საერთო დღესასწაული, რადგან დიდგორის ველზე, თავსუფლებისთვის ბრძოლაში ქართველებთან ერთად ყივჩაღების სისხლიც დაიღვარა.

პრემიერ-მინისტრმა მას სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დიდგორი იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის ასევე არის ყაზახ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობის სიმბოლო. დიდგორობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41