დღეს ბორჯომობა აღინიშნება

შაბათი, 12 აგვისტო, 2017 - 11:59

12 აგვისტოს ბორჯომში ბორჯომობას ზეიმობენ.  ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს დილიდან კოსტავას სახელობის ბაღში და ცენტრალურ პარკში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებებით აღნიშნავენ..

 დღესასწაული გალა კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დღესასწაული მ. კოსტავას ბაღში12:00 საათზე სპორტული შეჯიბრებებით გაიხსნება. აქვე გაიმართება ფოლკლორული კონცერტი, ქართული ხალხური თამაშები, ხრიდოლისა და ბერიკების შოუ-წარმოდგენები, მოეწყობა კულინარიული და ეთნოგრაფიული კუთხეები და ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

16:00 საათზე წარმოდგენები ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში გადაინაცვლებს, სადაც მოეწყობა ფოტოგამოფენა - „თანამედროვე ბორჯომი“, ასევე ბავშვების კუთხე, და კვების ქალაქი, ორგანიზატორები ბორჯომში საუკუნის წინ ანასტასია რომანოვას მიერ გადაღებული ერთ-ერთი პირველი სელფის გაცოცხლებას შეეცდებიან, გაიმართება ქართული ლუდის ფესტივალი და ბარმენ შოუ.

17:00 საათზე პარკში შესრულდება კლასკური და პოპულარული კომპოზიციები.

20:00 საათზე კი სადღესასწაულო პროგრამას ცნობილი შემსრულებლების მონაწილეობით დაასრულებს გალა-კონცერტი და ფოიერვერკი.

 ღონისძიება ბორჯომის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ორგანიზებითა და პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება, რომელიც უზრუნველყოფს პოპულარული მომღერლების მეგი გოგიტიძისა და დავით გომართელის მოწვევას გალა-კონცერტზე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41