:"ქართულ მარშს" ვერავინ შეაჩერებს"! - ჯუმბერ კირვალიძის რჩევა ხელისუფლებას

პარასკევი, 11 აგვისტო, 2017 - 13:26

ყველას! მტერსა და მოყვარეს მსურს ვუთხრა, რომ "ქართულმა მარშმა", რადგან დაიწყო მსვლელობა, იგი აღარ გაჩერდება და ვერც ვერავინ გააჩერებს, რადგანაც ის, საქართველოს მოქალაქეების საერთო-სახალხო ნების გამომხატველია, - აცხადებს "ქართველთა მარშის" საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, პოლიტოლოგი  ჯუმბერ კირვალიძე და  ხელისუფლებას ურჩევს,  დროულად გაათავისუფლოს უკანონო პატიმრობიდან მათი თანამებრძოლი, გიორგი ონიანი.

"ჩვენ, აუცილებლად დავიცავთ საქართველოსთვის მებრძოლ ყველა ქართველს თუ არაქართველს, ვისთვისაც საქართველო დედასამშობლოა, ჩვენ, აუცილებლად დავიცავთ საქართველოს და ქართველ ხალხს, ჩვენ, აუცილებლად დავამკვიდრებთ საქართველოში სამართლიან სამართალს, ჩვენ, აუცილებლად შევცვლით სახელმწიფო მმართვის არსებულ მანკიერ სისტემას, ჩვენ, აუცილებლად ხელს შეუწყობთ ისეთი ეკონომიკური მოდელის შემოღებას, რომელიც გამორიცხავს საქართველოდან ქართველების უცხოეთში საშოვარზე წასვლას, ჩვენ, აუცილებლად დავიბრუნებთ აფხაზ-ოსებს და გავამთლიანებთ საქართველოს, ჩვენ, აუცილებლად დავამკვიდრებთ საქართველოში ჭეშმარიტად ეროვნულ და დემოკრატიულ ღირებულებებს, ჩვენ, ჩვენს შთამომავლობას დავუტოვებთ ისეთ საქართველოს, რომელსაც გაქრობა არ დაემუქრება და რომლითაც ისინი იამაყებენ მთელი მსოფლიოს წინაშე!!!! ღმერთი შეეწიოს, საქართველოს და ქართველ ერს", - აცხადებს ჯუმბერ კირვალიძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46