პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის ელჩს და მის ახალ მოადგილეს შეხვდა

ხუთშაბათი, 10 აგვისტო, 2017 - 17:32

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, იან კელისა და მის ახალ მოადგილეს, ელიზაბეტ რუდს შეხვდა.

მხარეებმა, საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკლ რიჩარდ პენსის ვიზიტის შედეგებზე და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე, ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში.

ირაკლი კობახიძემ სტუმრებს ქვეყანაში მიმდინარე და განსახორციელებელი რეფორმები გააცნო. ყურადღება გამახვილდა მართლმსაჯულების სისტემაში როგორც განხორციელებულ ასევე, დაგეგმილ რეფორმებზე. პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს გააცნო საშემოდგომო სესიაზე დაგეგმილი აქტივობები და ის კანონპროექტები, რომლებიც პარლამენტში განიხილება. საუბარი შეეხო აგრეთვე დეცენტრალიზაციის სტრატეგიას, რომელიც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს ურთიერთთანამშრომლობით უახლოეს მომავალში უნდა დაიწეროს.

მხარეებმა ისაუბრეს აგრეთვე მიმდინარე წელს პარლამენტის თავმჯდომარის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დაგეგმვის შესახებ.

ირაკლი კობახიძისა და იან კელის შეხვედრაში, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე,ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე მონაწილეობდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.48
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43