ირაკლი კობახიძე საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ხუთშაბათი, 10 აგვისტო, 2017 - 16:16

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დიმიტრის კარაბალისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა, საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებულ მეგობრულ და ისტორიულ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობის გაძლიერების აუცილებლობას გაესვა ხაზი. აღინიშნა, რომ საჭიროა როგორც მეგობრობის ჯგუფების გააქტიურება ასევე, პარლამენტის თავმჯდომარეების მიერ, მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წლევანდელი წელი აქტიური და დატვირთული იყო ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლების ვიზიტებით და ახლა საჭიროა ასეთივე დინამიკა შევინარჩუნოთ საპარლამენტო ურთიერთობებშიც. მხარეებმა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსიის მცდელობებზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებებზე, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების მიმართ სწრაფვაზე ისაუბრეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, სტუმარს ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო რეფორმასა და სასამართლო სისტემაში გასატარებელ რეფორმებზე.

ელჩმა, დიმიტრის კარაბალისმა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საბერძნეთის მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ელჩს მის მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, საბერძნეთის ელჩმა მზაობა გამოთქვა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის შემგომ გაღრმავებას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3
  • 3.4
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5