საქართველო ჭადრაკში მსოფლიო თასისთვის ემზადება

ხუთშაბათი, 10 აგვისტო, 2017 - 16:12

2-28 სექტემბერს თბილისში ჭადრაკში მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართება. ტურნირთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი ლოდიამ დღეს ფიდე-ს მაღალჩინოსნებს, ვიცე-პრეზიდენტს ისრაელ გელფერს და გენერალურ მდივანს ჯეფრი ბორგს უმასპინძლა.

თბილისში დაგეგმილი მსოფლიო თასი შეჯიბრების ისტორიაში ყველაზე პრესტიჟული იქნება, რადგან მასში მონაწილეობას მიიღებს ფიდე-ს საერთაშორისო რეიტინგში საწყის 25 პოზიციაზე მყოფი მოჭადრაკე. ასეთი რამ ისტორიაში არ მომხდარა.

დღევანდელ შეხვედრას, რომელიც მსოფლიო თასისთვის მზადების გარდა გაისად, ბათუმში დაგეგმილ საჭადრაკო ოლიმპიადასაც შეეხო, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძეც დაესწრნენ.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო დიდოსტატები, ფიდე-ს რეიტინგის ლიდერი, მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი, ვლადიმირ კრამნიკი, ვიშვანათან ანანდი, ვესელინ ტოპალოვი, უესლი სო, ფაბიანო კაურანა, ჰიკარუ ნაკამურა და სხვები.

ორასამდე სპორტსმენს სასტუმრო ჰუალინგ პრეფერენსი უმასპინძლებს. მსოფლიო თასიც იქვე გათამაშდება.

 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას ბათუმი გაისად, 23 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41