საქართველოს რკინიგზა” რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის უსაფუძვლო ბრალდებებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ხუთშაბათი, 10 აგვისტო, 2017 - 12:42

სს ”საქართველოს რკინიგზა” რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის უსაფუძვლო ბრალდებებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

"საწარმოო აუცილებლობიდან გამომდინარე, რკინიგზის ინფრასტრუქტურის ფილიალში განხორციელდა რეორგანიზაცია. ჩვენ შევეცადეთ ჩვენი კოლეგები არ დაგვეტოვებინა სამსახურის გარეშე, შესაბამისად, ჩვენს თანამშრომლებს შევთავაზეთ ალტერნატიული სამუშაო ადგილები. სალიანდაგო დეპარტამენტის თანამშრომლებს, მათივე თანხმობით, შეეცვალათ სამუშაო ადგილი და პირობები. რკინიგზის რამდენიმე თანამშრომელი გადავიყვანეთ სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონის თბილისი-სადახლოს სარკინიგზო მიმართულებაზე, გაზრდილი დატვირთვის გამო.

რეორგანიზაცია განხორციელდა, რადგან კომპანიას სჭირდებოდა თანამშრომელთა ოპტიმალური გადანაწილება საჭიროების და დატვირთვის შესაბამისად. საქართველოს რკინიგზამ ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრები თანამშრომლებთან, რათა მათ მიეღოთ დეტალური ინფორმაცია მოსალოდნელ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით და იმ ალტერნატივის შესახებ, რასაც მათ კომპანია სთავაზობდა.

აღსანიშნავია, რომ სამუშაო შეხვედრების დროს არცერთ თანამშრომელს ცვლილებების საწინააღმდეგო პოზიცია არ გამოუხატავს. უკლებლივ ყველა თანამშრომელმა განაცხადა წერილობითი თანხმობა შრომითი პირობების არსებით. თანამშრომლებთან შეხვედრები ჩატარდა რეორგანიზაციის შემდეგაც. კერძოდ, 2 და 4 აგვისტოს შეხვედრას თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლებიც თ. დვალიშვილი და ი. ლეჟავა. ამიტომ მედიაში გამოქვეყნებული განცხადება, რკინიგზის ადმინისტრაციის მხრიდან თანამშრომლობაზე და შეხვედრაზე უარის შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს.

რკინიგზა უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს განცხადებაში გამოთქმულ პრეტენზიებს. გადაყვანილი თანამშრომლები უზრუნველყოფილები არიან საცხოვრებელი პირობებით და ტრასნპორტირებით. გარდა ორი პიროვნებისა, რომლებსაც ახალი პროფკავშირის წევრები იყენებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, სხვა გადაყვანილი თანამშრომლები ახორციელებენ საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას. მიუხედავად იმისა, რომ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის განცხადებაში ნახსენები თანამშრომლები გარკვეული პერიოდია არიდებენ თავს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, საქართველოს რკინიგზას ისინი დღემდე არ გაუთავისუფლებია სამსახურიდან და 8 აგვისტოს მათ კიდევ ერთხელ ოფიციალურად გაეგზავნათ შეხსენება, სამსახურში გამოცხადების თაობაზე.

ამასთანავე, შემაშფოთებელია ის ტენდენცია, რომ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირები პერმანენტულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ ბრალდებებს უყენებენ საქართველოს რკინიგზას. სამწუხაროდ, ამ გარემოების გათვალისწინებით  მივიჩნევთ, რომ აღნიშნულ ორგანიოზაციას რეალურ პრობლემებზე მუშაობის ნაცვლად ამოძრავებს პოლიტიკური მიზნები და წინასაარჩევნო გააქტიურება, რაც უკავშირდება სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ინტერესების განხორციელებას და არა რკინიგზელთა უფლებების დაცვას", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41