ტავ ჯორჯია დაგვიანებულ რეისებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხუთშაბათი, 10 აგვისტო, 2017 - 12:32

ტავ ჯორჯია დაგვიანებულ რეისებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"10 აგვისტოს, ღამის 02:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საავიაციო საკომუნიკაციო ქსელის შემომავალ არხში სისტემური პრობლემა დაფიქსირდა, რის გამოც მგზავრთა სარეგისტრაციო სისტემის მომსახურება შეზღუდულად მიეწოდებოდა ავიაკომპანიების ნაწილს.

აღნიშნული პრობლემის შედეგად 02:00-დან 09:00 საათამდე დაგეგმილი 22 რეისიდან 7 დაგვიანებით შესრულდა. რეისის დაგვიანების მაქსიმალური დრო 1 სთ და 20 წუთი იყო.

პრობლემის აღმოფხვრის მიზნით ტავ ჯორჯიას IT სამსახური დაუვაკშირდა კანადაში, მონრეალში გლობალური საავიაციო საკომუნიაციო სისტემის SITA-ს სათაო ოფისს. ამ ეტაპზე ყველა ავიაკომპანია რეისებს შეფერხების-დაგვიანების გარეშე ასრულებს", - ნატქვამია განცხადებაში.

 თბილისის საერთაშორისო აეროპორტის .პარალიზების მიზეზი კომპიუტერული პროგრამების ხარვეზი გახდა, რის გამოც  ვერ ხერხდებოდა მგზავრების ელექტრონულად დაფიქსირება და  რეგისტრაცია. შეფერხება შეეხო სტამბულის, ანტალიის, მიუნხენის, ვარშავის, კიევისა და დუბაის მიმართულებით რეისებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46