ეროვნული ნაკრები თბილისის მერიის თასის გათამაშებისთვის ემზადება

ოთხშაბათი, 09 აგვისტო, 2017 - 18:35

ევრობასკეტის მოსამზადებელი ციკლის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისის მერიის თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. ევროპის ჩემპიონატის წინ ეს იქნება ნაკრების ბოლო მატჩები თბილისში, რის შემდეგაც ჩვენი ეროვნული გუნდი საბერძნეთში, შემდეგ კი ისრაელში, ევრობასკეტზე გაემგზავრება.

10 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში  გაიმართება ნაკრების ვარჯიში, რომლის დასკვნითი ნაწილი მედიისთვის ღია იქნება.

საქართველოს ნაკრებმა ლიტვის ტურნირი მოიგო და სამშობლოში 7 აგვისტოს დაბრუნდა. გუნდს თბილისში დახვდა კაპიტანი ზაზა ფაჩულია, რომელიც ნაკრებთან 8 აგვისტოდან ვარჯიშობს.

 ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ჩეხეთის ეროვნულ გუნდთან. მერიის მერიის თასის ფარგლებში საქართველოსა და ჩეხეთის ეროვნული გუნდები 2 მატჩს გამართავენ - 11 და 13 აგვისტოს. ამ თამაშებში მოგებების და, თუ საჭირო გახდა, ბურთების შეფარდებით გაირკვევა გამარჯვებული გუნდის ვინაობა, რომელსაც თბილისის მერიის თასი გადაეცემა.

მატჩები თბილისის სპორტის სასახლეში 11 და 13 აგვისტოს, 18:00 საათზე გაიმართება და მათზე დასწრება  თავისუფალი იქნება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 3
  • 3.43
  • 0.04
  • 0.6
  • 1.44