საქართველოს ეროვნული პლატფორმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოკუპირებულ რეგიონში ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ოთხშაბათი, 09 აგვისტო, 2017 - 14:29

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოკუპირებულ რეგიონში ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

" აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა გმობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ ბიჭვინთაში.

რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვს-პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს. პუტინის ვიზიტი 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს საომარი კონფლიქტიდან ზუსტად 9 წლის თავზე არის გზავნილი რუსეთის მხრიდან, რომ ის კვლავ ღიად აგრძელებს ოკუპაციას. აღნიშნული ვიზიტი უხეშად არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.

რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული, აგრესიული ქმედებები, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაცია საფრთხეს უქმნის მთლიანად რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას. საქართველო არასდროს შეეგუება აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას.

პრეზიდენტ პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში განსაკუთრებულად ცინიკურად გამოიყურება, მას შემდეგ რაც საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსული სახელმწიფოს მონაწილეობით ორჯერ განხორციელდა ქართველების ეთნიკური წმენდა, გვყავს ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი. ეთნიკური ქართველების შევიწროვება ახლაც გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მიმდინარეობს რუსიფიკაციის პროცესი, რაც საბოლოო მიზნად ამ ტერიტორიების ანექსიას ისახავს.

ჩვენ, საქართელოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები გამოვხატავთ მტკიცე პროტესტს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბიჭვინთაში ვიზიტთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ, როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე უცხოურ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაზარდონ ზეწოლა რუსეთის ხელისუფლებაზე, რათა შეჩერდეს აგრესია მეზობელი სახელმწიფოს, საქართველოს მიმართ", - განცხადებას ხელს 60 ორგანიზაცია აწერს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 3
  • 3.43
  • 0.04
  • 0.6
  • 1.44