ჩემპიონი პროფესიონალურ კრივში ნიკოლოზ ღვინიაშვილი თბილისში დაბრუნდა

ოთხშაბათი, 09 აგვისტო, 2017 - 16:43

ჩემპიონი პროფესიონალურ კრივში ნიკოლოზ ღვინიაშვილი თბილისში დაბრუნდა. ჩემპიონს თბილისის საერთაშორისო  აეროპორტში  მსოფლიო ჩემპიონი, ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი კანდელაკი დახვდა,

ნიკოლოზ ღვინიაშვილი WBC Silver International ჩემპიონია. ჩინეთის ქალაქ ვუქსიში გამართულ ორთაბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა ჩინელი მოწინააღმდეგე დაამარცხა, ის მე-9ე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიხსნა ბრძოლიდან . მისი მეტოქე  ჩინელი ჩენგ სუ იყო,  რომელსაც პროფესიონალურ რინგზე 12 ორთაბრძოლა ჰქონდა ჩატარებული, აქედან 10 მოგებული, 1 წაგება და 1-იც ფრე. 28 წლის  ჩინელი მოკრივე   ჩინეთის რეიტინგში მე-3-ე ადგილს იკავებს 9 ქულით.

ბრძოლა ნიკოლოზის უპირატესობით წარიმართა თავიდანვე , მე-6-ე რაუნდში ძლიერი დარტყმა მიაყენა სუ-ს მარჯვენა თვალის არეში, რამაც წარბი გაუხეთქა მას. ჭრილობა პროგრესირებადი იყო და სისხლდენის შეჩერება შეუძლებელი. შესაბამისად მე-9-ე რაუნდის დასაწყიში სუმ ვეღარ შეძლო ბრძოლის გაგრძელება და WBC silver international ჩემპიონის ტიტული და ქამარი ტექნიკური ნოკაუტით ქართველმა მოიგო.

7 აგვისტოს აღნიშნულ ორთაბრძოლებს ვუქსიში ესწრებოდნენ კრივის ნამდვილი ლეგენდები - მაიკ ტაისონი და ევანდერ ჰოლიფილდი.

 27 წლის პროფესიონალი მოკრივე  ნიკოლოზ ღვინიაშვილი. 69,900 კგ-მდე წონითი კატეგორიაში გამოდის, პროფესიონალურ რინგზე ჩატარებული აქვს 32 ორთაბრძოლა. აქედან 19 მოგება, 9 წაგება და 4 ფრე. 15 ბრძოლა ნოკაუტით დაამთავრა. ის საქართველოს რეიტინგში მის წონაში მე-3-ე ადგილზე იყო 13 ქულით. 12 რაუნდიანი სატიტულო ბრძოლა, თანაც ასეთ მნიშვნელოვან ქამარზე მისთვის პირველია. WBC კატეგორიის ქამარი ჯერ არც ერთ ქართველს არ ჩამოუტანია საქართველოში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41