ოკუპანტმა ქვეყანამ არა მხოლოდ კონკრეტულ საზოგადოებრივ ჯგუფებში, არამედ პარლამენტშიც იპოვა დასაყრენი - რესპუბლიკელები განცხადებას ავრცელებენ

სამშაბათი, 08 აგვისტო, 2017 - 15:20

საქართველოს რესპუბლიკური პარტია პატივს მიაგებს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას.

"2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში უმძიმესი მონაკვეთია. მას მერე 9 წელი გავიდა, თუმცა დამნაშავე არ დასჯილა. რუსეთი კვლავაც არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების პირობებს, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებიდან აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების გატაცებას, ეტაპობრივარდ ავლებს უკანონო ე.წ. საზღვრებს და გამუდმებით ცდილობს გააძლიეროს პრორუსული ძალები.

ახლა, როცა ქვეყანაში რუსული რბილი ძალა განსაკუთრებით გაძლერებულია და როცა ოკუპანტმა ქვეყანამ არა მხოლოდ კონკრეტულ საზოგადოებრივ ჯგუფებში არამედ პარლამენტშიც იპოვა დასაყრენი, მნიშვნელოვანია, ქართულმა საზოგადოებამ მტკიცე პასუხი გასცეს ოკუპაციას. აგვისტოს ომის უდიდესმა დანაკარგმა არ უნდა მოგვცეს საშუალება დავივიწყოთ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღიდან ჩვენ მიერ არჩეული თავისუფლების გზა, რომელიც ევროპულ, დასავლურ ღირებულებებზე გადის", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3
  • 3.4
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5