მიხეილ სააკაშვილი ლიტვაში იმყოფება, სადაც საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა

სამშაბათი, 08 აგვისტო, 2017 - 14:50

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის რეგიონის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ლიტვაში იმყოფება, სადაც რუსეთის საელჩოსთან  საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც რუსული საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან,   ჟურნალისტების  კითხვაზე, ხომ არ აპირებს  ლიტვის მოქალაქეობის მიღებას,  სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებაზე ისაუბრა.

"მე უნდა დავიბრუნო უკრაინის მოქალაქეობა, რომელიც უკანონოდ  წამართვეს.. ბევრი უკრაინელი აღშფოთებულია და მოტყუებული დარჩება, თუ არ ვიბრძოლებ მოქალაქეობის დაბრუნებისთვის",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მანამდე ყოფილმა ევროპარლამენტარმა, ლიტველმა დიპლომატმა და პოლიტიკოსმა პიატრას აუშტრიავიჩოსმა განაცხადა, რომ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხი განიხილონ.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ  26 ივლისს ჩამოართვა, 3 აგვისტოს კი უკრაინამ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებს ოფიციალურად  აცნობა, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორის ყველა პასპორტი ანულირებულია, თუმცა სააკაშვილი იმ დროს  ვაშინგტონში იმყოფებოდა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41