450-მდე დაღუპული და ათასობით დევნილი - აგვისტოს ომიდან 9 წელი გავიდა

სამშაბათი, 08 აგვისტო, 2017 - 11:41

2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოსა და  სამხრეთ ოსეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, რომელშიც რუსეთის ფედერაცია ჩაერთო და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით დასრულდა.

ცხინვალის რეგიონში. ოსური დასახლებების მხრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის ასაღებად. მომდევნო დღეს რუსეთმა, რომელსაც რეგიონში სამშვიდობოები ჰყავდა, ქართველთა იერიშის საპასუხოდ ცხინვალის რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა მასობრივად შეიყვანა. პარალელურად, რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო.

რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალის ბრძოლაში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარაშუტისტები გადმოსხეს დასავლეთ საქართველოში. 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ.

რუსულმა ავიაციამ საჰაერო იერიში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განთავსებულ სამხედრო ობიექტებსა და აეროდრომებზე მიიტანა. იბომბებოდა ქალაქი გორი, ასევე სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა, ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარი, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა

ხუთი დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართული ჯარები განდევნილ იქნენ ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან. რუსების მიერ ოკუპირებულ იქნა ქალაქები ფოთი და გორი, სხვა რაიონებთან ერთად.

ევროკავშირის თავმჯდომარისა და  საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში — 16 აგვისტოს. 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება.

შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. თუმცა ამასთან ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. 

აგვისტოს ომს  200-მდე შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი დაიღუპა, მათ შორის,  146 სამხედრო პირი, 14 პოლიციელი. დაკარგულად ითვლება 23 ჯარისკაცი., ომს  224 ქართველი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული ინტერვენციის შედეგად საცხოვრებელი დატოვა, თითქმის 150 ათასმა ადამიანმა. მათგან 30 ათასამდე დღემდე დევნილად ითვლება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61