თავდაცვის მინისტრი ნატოს ძირითადი ჯგუფის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

ორშაბათი, 07 აგვისტო, 2017 - 14:25

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ახალ ხელმძღვანელს, კაპიტან შტეფან ანიჰოფერს უმასპინძლა რომელიც მოვალეობას ოქტომბრიდან შეასრულებს.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და ჯგუფის მოქმედი ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ტორსტენ კიოლერი დაესწრნენ.

ლევან იზორიამ კაპიტან შტეფან ანიჰოფერს წარმატებები უსურვა და მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკ ტორსტენ კიოლერს საქართველოში ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული, განხორციელებული პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. პაკეტის განხორციელების პროცესში თავდაცვის სამინისტროს ძალისხმევა და ამ კუთხით მიღწეული პროგრესი ხაზგასმით აღინიშნა:

„მიმოვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის პროგრესი. განსაკუთრებით გამოვყავით ორი მიმართულება, სადაც ჩვენ ძალიან წარმატებულები ვართ. ეს ეხება პირველ რიგში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს, ასევე, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას. ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა მომავალში გააქტიურდება. რაც შეეხება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში არსებულ სხვა ინიციატივებს, მოხდება მათი სიქრონიზება და მაქსიმალური მუშაობა იმ შედეგის მისაღწევად, რასაც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიღწევა ჰქვია“ , განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ნატოს ძირითადი ჯგუფი (NATO Core Team), რომელიც ორი წლის წინ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა, პაკეტის ფარგლებში არსებული ინიციატივების ეფექტურ განხორციელებას კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს. ჯგუფის წევრები ქართულ მხარესთან აქტიურად თანამშრომლობენ და ნატოს საერთაშორისო სამსახურს ინფორმაციებს აწვდიან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41