ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან ოცეული დაბრუნდა

ორშაბათი, 07 აგვისტო, 2017 - 12:06

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდა.

სამხედრო მოსამსახურეებს ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი, II ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე და გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე დახვდნენ.მათ მშვიდობისმყოფელებს მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს.

ჯარისკაცებს მისიის დასრულება საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ოლივიე მადიომ მიულოცა, საფრანგეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმი აღნიშნა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში EUTM RCA, 6 თვის განმავლობაში, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში, მონაწილეობდა. ქართული კონტინგენტი, კაპიტან რომან მოდებაძის მეთაურობით, დედაქალაქ ბანგიში ბაზა „უკატექსზე“ იყო განთავსებული.

მშვიდობისმყოფელების მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენდა. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში აქტიურად არის ჩართული.

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ამავე ბრიგადის 21-ე შერეული მექანიზებული ბატალიონის ოცეულმა ჩაანაცვლა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44