მილანში მოდელი გაიტაცეს, რომელიც ინტერნეტ-აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს

, 06 აგვისტო, 2017 - 15:33

20 წლის ბრიტანელი მოდელი, რომელიც მილანში ფოტოსესიისთვის ჩავიდა,  გაიტაცეს და  ინტერნეტ-აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს. გამტაცებელი კი მეექვსე დღეს მაშინ დააკავეს, როდესაც გატაცებული მილანში, ბრიტანეთის საკონსულოში მიჰყავდა, - წერს Daily Telegraph-ი.

იტალიის პოლიციის ინფორმაცით, ბრიტანელი გოგონა, რომლის ვინაობა არ სახელდება, მილანში ივლისში ფოტოგადაღებებზე ჩავიდა, ტურნე კი მისი აგენტის მიერ იყო ორგანიზებული.  მოდელს ორი მამაკაცი იმ ბინაში დაესხა თავს, სადაც გაჩერებული იყო, კრიმინალებმა ის ნარკოტიკებით გააბრუეს, ჩემოდანში ჩასვეს და ტურინის ჩრდილოეთ-სამხრეთით წაიყვანეს, სადაც 6 დღე გამოკეტილი ჰყავდათ,

გამტაცებლებმა რამდენიმე ინტერნეტ-აუქციონი მოაწყვეს, პარალელურად, ისინი მოდელის აგენტს უკავშირდებოდნენ და აუქციონიდან მისი მოხსნის სანაცვლოდ 230.000 ფუნტს, 300,000 დოლარს ითხოვდნენ. 

ინფორმატორი, რომელიც პოლიციას დაუკავშირდა, აცხადებს, რომ ის მუშაობს ორგანიზაცია Black Death-ზე (შავი სიკვდილი) და გოგონა მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ მას პატარა ბავშვი ჰყავს, ეს კი ორგანიზაციის პრინციპებს ეწინააღმდეგება,

 გატაცებაში ერთ-ერთი  ბრალდებული 30 წლის პოლონეთის მოქალაქეა, რომელიც დიდ ბრიტანეთში  ცხოვრობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5