საქართველოში ვიზიტით მყოფმა ამერიკელმა კონგრესმენებმა ავღანეთში დაღუპული სამხედროს ოჯახს მიუსამძიმრეს

პარასკევი, 04 აგვისტო, 2017 - 21:56

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ამერიკელმა კონგრესმენებმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურის, უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვეს და დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრეს.

ვაზიანის სამხედრო აეროპორტში კონგრესმენები „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ფარგლებში მიმდინარე საპარაშუტე ხტომებს დაესწრნენ. აშშ-ის არმიის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის საპარაშუეტე ასეულისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების 50 სამხედრო მოსამსახურემ C-130 Hercules-ის საჰაერო აპარატიდან დესანტის გადმოსხმის ოპერაცია განახორციელა. აშშ-ის კონგრესის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრები საპარაშუტე ხტომებში მონაწილეებს პირადად გაესაუბრნენ, მხარდაჭერა აღუთქვეს, ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მშვიდობა და წარმატებები უსურვეს.

დღესვე, ამერიკელმა სტუმრებმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მშენებარე, საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობის ადგილი მოინახულეს.

საქართველოს შეიარაღებულკი ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ მათ პროგრამის გეგმა გააცნო და მშენებლობის პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა. აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წარმომადგენლები ვაზიანში, მეოთხე მექანიზებულ ბრიგადაშიც იმყოფებოდნენ, სადაც სამწყობრო მოედანზე გამოფენილი, სწავლებაში მონაწილე ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45