დონალდ ტრამპი აშშ-ის კონგრესს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების დაძაბვაში ადანაშაულებს

პარასკევი, 04 აგვისტო, 2017 - 14:38

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი  აშშ-ის კონგრესს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების დაძაბვაში ადანაშაულებს.

"ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან არნახულზე დაბალ ზღვარზე და სახიფათო დონეზე იმყოფება. შეგიძლიათ მადლობა გადაუხადოთ კონგრესს, ეს ის ხალხია, ვისაც  ჩვენთვის მკურნალობის მოცემაც არ შეუძლია" - წერს ტრამპი  Twitter-ის გვერდზე.

ტრამპმა კომენტარი ერთი დღის შემდეგ დაწერა,  რაც კონგრესის მიერ მიღებულ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მოაწერა ხელი.

ტრამპი აცხადებს, რომ ანტირუსული სანქციები ანტიკონსტიტუციურ ნორმებს  შეიცავს.

"მომხრე ვარ  მკაცრი ზომების, რათა დაისაჯოს და აღიკვეთოს აგრესიული და დესტაბილიზაციისთვის ქმედებები ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის, თუმცა,  ამავე დროს, მიმაჩნია, რომ ეს კანონი მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს. კონგრესმა ნაჩქარევად მიიღო ეს კანონი, რომელიც ანტიკონსტიტუციურია", - განაცხადა ტრამპმა.

კონგრესის მიერ მიღებული ახალი კანონი პრეზიდენტს კონგრესის თანხმობის გარეშე, რუსეთისთვის სანქციების მოხსნას უკრძალავს. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46