SOS ბავშვთა სოფლის ახალგაზრდები ოლიმპიურ აუზს ესტუმრნენ

პარასკევი, 04 აგვისტო, 2017 - 14:59

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და შპს “სპორტმშენსერვისის“ დირექტორმა ლევან ტარყაშვილმა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს დიღმის ოლიმპიურ აუზზე უმასპინძლეს.

ოლიმპიური აუზის მომსახურებით ამ ეტაპზე 12 ბავშვმა ისარგებლა, სამომავლოდ დაგეგმილია თანამშრომლობის გაღრმავება და სპორტულ აქტივობებში უფრო მეტი ბავშვის ჩართულობა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო თბილისის SOS ბავშვთა სოფელთან რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს. სამინისტრო ბავშვთა სოფლის ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებასა და მათ სპორტში ჩართულობაზე ზრუნავს. 

ბავშვთა სოფლის აღსაზრდელები სპორტის სხვადასხვა სახეობის წრეზე დადიან და ვარჯიშის გარდა სხვადასხვა შეჯიბრებებშიც მონაწილეობენ.

 „სამინისტროს ჩართულობით, ჩვენ მაქსიმლუარად შევუწყობთ ხელს ახალგაზრდებს, რათა ისინი სპორტით დაინტერესდნენ და სხვადასხვა სპორტული სახეობებით დაკავდნენ. სპორტი საქართველოში ყველა სეგმენტისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და რა თქმა უნდა, ამ ბავშვებსაც აქვთ საშუალება იმისა, რომ წარმატებულები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ჩვენი მეგობრობა სამომავლოდ აუცილებლად გაგრძელდება და თითოეულ მათგანს დავეხმარებით, იმისათის რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთონ სპორტულ აქტივობებში და წარმატებულები გახდნენ“ , - აცხადებს ტარიელ ხეჩიკაშვილი:

სამინისტრო ბავშვთა სოფლის აღსაზრდელების სპორტით დაინტერესებასა და მათ სპორტში ჩართულობაზე ზრუნავს.პროექტი ემსახურება მასობრივი სპორტის განვითარებას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5