ცირკი სხვა პლანეტიდან - UFO თბილისში ჩამოდის

პარასკევი, 04 აგვისტო, 2017 - 15:29

 ძმები ზაპაშნების საპროდიუსერო ცენტრი ქართველ მაყურებელს დიდ სიურპრიზს უმზადებს. 11 ნოემბერს, მხოლოდ ერთი დღით, სპორტის სასახლეში, მსოფლიოში აღიარებული საცირკო შოუ “UFO” გაიმართება.

“UFO” - ეს არის ფანტასტიკური საცირკო შოუ, რომლის სიუჟეტი ვითარდება კოსმოსური თეფშის ბორტზე. ხომალდის უნებლიე სტუმრები არიან ადამიანები დედამიწიდან, რომელებიც უცხოპლანეტელებმა გაიტაცეს შორეულ გალაკტიკაში. ხომალდზე მოხვედრილი ტყვეები ეცნობიან უცხოპლანეტელებს და არამიწიერ ცივილიზაციას, მათ წინ სიღრმეში იშლება ამ სამყაროს საიდუმლოებანი.

ფანტასტიკური საცირკო შოუსგან მაყურებელს ელის თავგადასავლები, მფრინავი კოსმიური ხომალდების და გამოუცნობი მფრინავი ობიექტები იფრენენ ცირკის გუმბათზე, მათ ელით შეხვედრები ამოსაცნობ ციურ არსებებთან. წარმოდგენა გაჯერებულია საცირკო ნომრებით, რომელიც ავლენს ადამიანის „არადამიანურ შესაძლებლობებს“. ამ სანახაობას ქმნის აკრობატები, გიმნასტები, ჟონგლიორები, ჯამბაზები და სხვა არტისტები.

UFO–ს ახალი საცირკო შოუ ეფუძნება საავტორო მუსიკას, თანამედროვე განათებასა და ლაზერულ ინსტალაციას, ახალი ეპოქის ხმოვან და ვიდეო ტექნოლოგიებს. სანახაობით მოჯადოებული მაყურებელი სიღრმისეულად მოგზაურობს სივრცეში და ეხება არამიწეირ სილამაზეს, მოგზაურობს პლანეტებზე, ათვალიერებს გალაქტიკის პეიზაჟებს, იქმნის კოსმოსში გაფრენის ილუზიას და სხვა მრავალს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46