თავდაცვის მინისტრი ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯეს შეხვდა

ხუთშაბათი, 03 აგვისტო, 2017 - 15:54

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ, ფრედერიკ ბენ ჰოჯესს უმასპინძლა.

ლევან იზორიამ ამერიკელ სტუმარს „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში მისი წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ის შორის 2016 წლის ივლისში „თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების“ თაობაზე ხელმოწერილი მემორანდუმითა და 2016 წლის დეკემბერში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში გაფორმებული სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულებით, თავდაცვის სფეროში ურთიერთობის ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ამოქმედებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის, მდგრადობისა და ტერიტორიული თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, პროგრამის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ლევან იზორიამ ყურადღება საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებსა და კონკრეტულად, საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელებაში აშშ-ის ევროპის სარდლობის მხარდაჭერაზე გაამახვილა:

„აშშ-ის ევროპის სარდლობის მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესთან ძალიან კარგი, საქმიანი ურთიერთობა გვაქვს. ის საქართველოს მეგობარია. აგვისტოში კიდევ შვიდ ამერიკელ გენერალს ველოდებით და თვის მიწურულს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ხელმოწერას ოფიციალურად ვგეგმავთ. მართალია, ინფრასტრუქრული პროექტები უკვე დავიწყეთ, მაგრამ იმისათვის, რომ ამერიკელმა ინსტრუქტორებმა საწყის ეტაპზე ჩართულობა შეძლონ, იურიდიული საფუძველიც გვექნება. ასე რომ, ის მასშტაბები და დინამიკა, რაც მოცემულ ეტაპზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თავდაცვის სფეროში გვაქვს, მომავალში უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. ეს საქართველოს თითოეული მოქალაქის მეტი უსაფრთხოებისა და დაცულობისთვის კონკრეტული ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

საუბრის ერთ-ერთ თემას საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტი წარმოადგენდა; საუბარი შეეხო ასევე, აშშ-ის არმიის შტაბის უფროსის ვიზიტს, რომელიც საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა. გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუცია და ქართველი მშვიდობისმყოფელების პროფესიონალიზმი კიდევ ერთხელ გაიხსენა.

საქართველო ბოლო ქვეყანაა, სადაც ამერიკელი გენერალი ევროპაში აშშ-ის არმიის სარდლის რანგში ვიზიტს ახორციელებს. გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ბენ ჰოჯესი საქართველოში სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ფარგლებში იმყოფება და ეს  მისი პირველი ვიზიტია საქართველოში. რამდენიმე თვეში გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ბენ ჰოჯესი ევროპაში აშშ-ის არმიის სარდლის პოსტზე საქმიანობას დაასრულებს.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილეები, ლელა ჩიქოვანი და პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58