გზავნილები, რომელიც გააჟღერა ვიცე-პრეზიდენტმა, თავიდან ბოლომდე ეხმიანება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ვიქტორ დოლიძე

ოთხშაბათი, 02 აგვისტო, 2017 - 16:29

ის სამი ქვეყანა, რომელიც შეირჩა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე- პრეზიდენტის მიერ, ეს არ იყო შემთხვევითი შერჩევა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სელექცია და გზავნილები, რომელიც გააჟღერა ვიცე- პრეზიდენტმა, თავიდან ბოლომდე ეხმიანება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რომელიც პირველ პრიორიტეტად ისახავს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენასა და შენარჩუნებას, - -განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტის შეფასებისას.

სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ვიცე- პრეზიდენტის იმ გზავნილებზე, რომელიც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებსა და საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელებისკენ გადაგმულ ნაბიჯებს უკავშირდება.

„არაერთხელ აღინიშნა ვიზიტის დროს, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ქვეყნის რეფორმირების და ამავე დროს ეკონომიკის გაჯანსაღების თვალსაზრისით, რაც საკმაოდ რთული იყო რეგიონში არსებული ეკონომიკური, თუ ფისკალური სირთულეებიდან გამომდინარე. კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს ეს ყველაფერი, რომ მომავალში კიდევ უფრო სწრაფი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ხელშესახები ნაბიჯები გადავდგათ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და რა თქმა უნდა, ეკონომიკის აღმშენებლობის თვალსაზრისით. ასევე, გზავნილები, რომელიც უკავშირდება ჩვენს სწრაფვას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი წევრობისკენ, სადაც არაერთხელ აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და დღევანდელი ადმინისტრაცია მხარს უჭერენ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, ისევე, როგორც ევროკავშირში ინტეგრაციას “-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46