"ქართველთა მარში" ისლამურ სახელმწიფოებს მიმართავს

ოთხშაბათი, 02 აგვისტო, 2017 - 13:44

ქართველთა მარშის" საორგანიზაციო ჯგუფის სახელით, პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე. განცხადებას ავრცელებს.

"გლობალიზაციის ეპოქაში საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მძიმე დემოგრაფიული სურათის გათვალისწინებით, საჭიროა ყოველმხრივ გააზრებული საიმიგრაციო პოლიტიკის გატარება.

წარსულში, საქართველოს მეფეები საგარეო და საშინაო პოლიტიკის შემუშავებისას ყოველთვის ანგარიშს უწევდნენ ამ ფაქტს, რომ საქართველო მდებარეობს აზია-ევროპის საზღვარზე, ქრისტიანული და ისლამური რელიგიების, ცივილიზაციების გზაგასაყარზე! სარწმუნოებრივი განსხვავების მიუხედავად, როცა საუკუნეების მანძილზე ქრისტიანული საქართველო ხშირად წარმოადგენდა აგრესიის ობიექტს ისლამური აღმსარებლობის იმპერიების მხრიდან, ჩვენი ბრძენი და გმირი წინაპრების დამსახურების წყალობით, მუსლიმებისთვის (არაბები, სპარსელები, თურქები, ავღანელები და სხვა) ქართველი („გურჯი“), კეთილშობილებისა და ვაჟკაცობის სინონიმი იყო. 

ტოლერანტი ქართველი ერისთვის კარგად არის ცნობილი ისლამური კულტურის, ლიტერატურის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა, საქართველოსთვის უცხო არ არის კულტურათა და ცივილიზაციათა შორის დიალოგი, რაზეც საქართველოს დედაქალაქის თბილისის ისტორია ნათლად ღაღადებს, რომელიც სხვადასხვა რელიგიის მიმდევართა თანაცხოვრების ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე,, როდესაც "ქართველთა მარშმა" საიმიგრაციო პოლიტიკის მაქსიმალურად გამკაცრების მოთხოვნით, 14 ივლისს თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მრავალათასიანი მსვლელობა გამართა და ხელისუფლებას გარკვეული დრო მისცა არალეგალების გამოსავლენად და დეპორტაციისათვის, "მავანმა" (ულტრა-ლიბერალურმა პოლიტიკურმა ძალებმა, უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ანტიეროვნულმა ორგანიზაციებმა, მოსყიდული მასმედიის ნაწილმა და ხელისუფლებაში მყოფმა კოჰაბიტირებულმა ჯგუფებმა), შეგნებულად არასწორი შეფასება მისცა ჩვენს აქციას და პროვოკაციული აქცენტები გააკეთა, თითქოსდა "ქართული მარში" დაუპირისპირდა ისლამურ სამყაროს?!

არამც და არამც, ეს პოლიტიკური ცილისწამებაა! ჯერ ეს ერთი, არალეგალთა შორის, ყველა არ გახლავთ მუსლიმი, საკმაოდ ბევრია ჩინელი, ინდოელი და სხვები, ასე რომ დეზინფორმაციაა ის, თითქოს "ქართველთა მარში" მუსლიმებს ერჩის!

საქმე ის გახლავთ, რომ საქართველოში მიგრანტთა რაოდენობა, განსაკუთრებით კი არალეგალთა, მართლაც კატასტროფულად გაიზარდა და ჩვენი ქვეყნის მასშტაბის და ეკონომიკის გათვალისწინებით (მდიდარი ევროპაა უარზე მიგრანტების მიღებაზე და ღარიბ საქართველოს ამის რესურსები არა აქვს!), ეს პრობლემა უსწრაფესად ითხოვს გადაწყვეტას! ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ საქართველოდან ყველა მიგრანტის დეპორტაციას მოვითხოვთ, პირიქით, "ქართული მარში" მივესალმებით იმ მიგრანტების კანონიერ ყოფნას ჩვენს სამშობლოში, რომლებიც ახორციელებენ ინვესტიციებს, იხდიან გადასახადებს, არ არღვევენ კანონებს, პატივსცემენ ადგილობრივების ცხოვრების წესს, ითვალისწინებენ ქართველთა სარწმუნოებრივ და კულტურულ ზნე-ჩვეულებას და სხვა.

ამავდროულად, "ქართველთა მარში" ვერ და არ შეურიგდება ისეთ მომრავლებულ აღმაშფოთებელ კრიმინალურ ფაქტებს, რომლებსაც ადგილი აქვს არალეგალ მიგრანტების მხრიდან, ესაა: კანონგარეშე ბიზნესი, პროსტიტუციის და პედოფილიის ხელშეწყობა, არასრულწლოვანთა შეცდენა და გაუპატიურების არაერთი ფაქტი, ნარკოტიკებით ვაჭრობა ე.წ. ღამის კლუბებში, რომლებიც სინამდვილეში ფასადია ყველა ზემოთ მითითებული კანონგარეშე საქმიანობის!

ქართველებმა, კარგად ვიცით, რომ ისლამურ სამყაროში, ნებისმიერ მუსლიმურ სახელმწიფოში, ზემოთ ჩამოთვლილი უკანონო საქმიანობა დასჯადია, მეტიც, ზოგიერთისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა (შარიათის სასამართლო!) ჩვეულებრივი ამბავია! "ქართველთა მარში" არავის სიკვდილით დასჯას არ ითხოვს, ჩვენი მოთხოვნა აბსოლუტურად კანონიერი და ცივილურია, რომ მოხდეს მოკრიმინალო არალეგალების დეპორტაცია მათ ქვეყნებში, ასევე, გაძევებული იქნენ საქართველოდან ის ლეგალურად მცხოვრები უცხოელებიც, რომლებიც - არალეგალურ, ანუ კრიმინალურ ბიზნესს ეწევიან ჩვენს სამშობლოში! "ქართული მარში", არც ეთნიკური, არც რელიგიური და არც რომელიმე სხვა ნიშნით არ გამოყოფს არალეგალ მიგრანტებს!

ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისგან მხოლოდ კანონით გათვალისწინებული ნორმების მკაცრ გამოყენებას მოვითხოვთ იმ არალეგალების მიმართ, რომლებიც ყოველგვარ ზღვარს გადავიდნენ, არღვევენ რა, - აღმოსავლეთისათვის კარგად ნაცნობ სტუმარ-მასპინძლის დაუწერელ კანონებს, სახელმწიფოში მოქმედ კანონმდებლობასთან ერთად!!! ", - ნათქვამია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46