შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს აშშ-ს დელეგაცია ეწვია

ოთხშაბათი, 02 აგვისტო, 2017 - 13:38

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, პოლიციის გენერალ-მაიორმა მინდია ლორთქიფანიძემ აშშ-ს ჯორჯიის შტატის 78-ე საჯარისო დანაყოფის მეთაურს, გენერალ ტომას ბლექსტოკსა და აშშ-ს ევროპული სარდლობის დელეგაციას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ბაზაზე უმასპინძლა.

ვიზიტის მიზანი იყო ამერიკელი პარტნიორების მიერ საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობის გაცნობა და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება. სამუშაო შეხვედრაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აშშ-ს დელეგაციის წევრებს დეპარტამენტის საქმიანობის, განხორციელებული რეფორმების, მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრის დასასრულს, სტუმრებისთვის შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ბაზაზე, ამავე დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის მონაწილეობით, საჩვენებელი საბრძოლო წვრთნები გაიმართა. ასევე მოეწყო სპეციალური აღჭურვილობისა და ტექნიკის გამოფენა.

ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომლის მხარდაჭერითაც არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.08
  • 3.47
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45