პუტინის გადაწყვეტილებით, 755 ამერიკელი დიპლომატი რუსეთის ტერიტორიას დატოვებს

ორშაბათი, 31 ივლისი, 2017 - 12:53

რუსეთში მოღვაწე  ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიების თანამშრომლების რიცხოვნობა   755 ადამიანით შემცირდება. აღნიშნულის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსულ ტელეარხებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა,

შემცირება შეეხება როგორც დიპლომატებს, ასევე ტექნიკურ პერსონალს.

. "ათასზე მეტი თანამშრომელი, მათ შორის, დიპლომატები და ტექნიკური პერსონალი მუშაობს ამ დრომდე რუსეთში, თუმცა  755-ს მოუწევს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე  თავისი საქმიანობის შეეწყვეტა", - განაცხადა პუტინმა.

ამ გადაწყვეტილებით, რუსეთში აშშ-ს დიპლომატიური მისიების პერსონალის რაოდენობა გაუთანაბრდება რუსეთის დიპპერსონალის რაოდენობას ამერიკის შეერთებულ შტატებში - თითოეულ ქვეყანას 455 ადამიანი ეყოლება.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსმა იმედი გამოთქვა, რომ  რუსეთი  შეცვლის თავის გადაწყვეტილებას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.08
  • 3.44
  • 0.04
  • 0.43
  • 1.54